საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგაში კონფერენციაზე - ევროპის განვითარების წელი სიტყვით გამოვა
"ევროპის განვითარების წელი" – ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც დღეს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება.
კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გმოვა.