|
2015-04-18 16:58:27, 504 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა
საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 აპრილს, უკრაინის დედაქალაქში ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის და მისი უკრაინელი კოლეგის, უმაღლესი რადას თავმჯდომარის, ვლადიმერ გროისმანის შეხვედრა, სადაც მხარეები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის და ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკანონმდებლო ნაწილზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. უმაღლეს რადაში სტუმრობისას, ქართველი კანონმდებლები საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო კავშირების დეპუტატთა ჯგუფის წევრებსაც შეხვდებიან. 21 აპრილს, საპარლამენტო დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, არსენ იაცენიუკთან. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებებს, ორმხრივ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს და უკრაინის კრიზისის საკითხებს განიხილავენ. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს და კიევო-პეჩორის ისტორიულ-კულტურულ ეროვნულ ნაკრძალს მოინახულებს. ქართველი კანონმდებლები ზეციური ასეულის გმირების ქუჩასაც ეწვევიან და მაიდანზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. უკრაინის დედაქალაქს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი და გიორგი ვაშაძე ეწვევიან.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)