|
2015-04-21 10:56:29, 472 ნახვა
პოლიტიკა
რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება
„რიგის სამიტზე დასასწრებად პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება“,- ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტი მიიჩევს, რომ ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება რიგის სამიტზე მთავრობა იყოს წარმოდგენილი. ამასთან, ფახლაძის თქმით, პრეზიდენტის რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ რიგის სამიტზე მოხდეს არა მხოლოდ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ღირსეულად შეფასება, არამედ რიგის სამიტმა საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს. „რიგის სამიტთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური ჩართულობა არის ხელისუფლების ყველა შტოსი და ამბოსულუტურად ყველა შტო აქტიურად მუშაობს და პრეზიდენტი თვითონ ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. სხვათაშორის, რიგაში რამდენიმე დღის წინ ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე საგარეო პოლიტიკური აქტივობა. პრეზიდენტის რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ რიგის სამიტზე მოხდეს არამხოლოდ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ღირსეულად შეფასება, არამედ რიგის სამიტმა მისცეს მნიშვნელოვანი ბიძგი საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად დასწრებას, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, უფრო აჯობებს ქვეყნისათვის, რომ იქ წარმოდგენილი იყოს მთავრობა, შესაბამისად, რიგის სამიტზე გაემგზავრება პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)