საქართველოს საგარეო უწყება ვოლნოვახში უდანაშაულო ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 2015 წლის 13 იანვარს, უკრაინის დონეცკის ოლქში, ქ.ვოლნოვახში, ჭურვის აფეთქების შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.