18:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 09:23:50, 317 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს უმასპინძლებს.

ბელარუსის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსში დავით კორტია დახვდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს და სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ეწვია.

“დღეს იწყება ბელარუსის პრეზიდნეტის ვიზიტი საქართველოში. ეს არის ძალინ მასშტაბური  ვიზიტი. ეს  ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტიასაქართველოში.  ჩვენ ვაფასებთ ბელარუსის თანადგომას საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს,  ბელორუსის სახელმწიფოსთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის გაფორმდება მრავალი შეთანხმება, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას“-განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.
ბელარუსის დელეგაციის შემადგენლობაში არიან : ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის,  განათლებისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრები.

დღეს,  პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერიერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ვიზიტის ფარგლებშიალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლიღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელარუსისპრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან.

ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს.  ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმაგასულ წელს მოიწვია; სახელმწიფო ვიზიტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics