|
2015-05-04 19:41:16, 443 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ევროპულ ოჯახში დაბრუნება
„მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვიდრე ევროპულ ოჯახში დაბრუნება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროპის კვირეულის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ხიდაშელის თქმით, ჯარი, სამოქალაქო პირები, სამინისტროები და ჟურნალისტები, ევროპულ ოჯახში დაბრუნდებიან. „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო საქართველოში. მე როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რამდენიმე დღის წინ აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. ძალიან მნიშვენლოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ვიდრე პროცესი, რომელიც ჩვენ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში. ამას ვამბობ ყოველთვის, ცალსახად, ვიმეორებთ და უნდა გავიმეოროთ სანამ რეალობად არ იქცევა. ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. ცნობისთვის, თბილისში, ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. ღონისძიებას ესწრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასევე მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)