|
2015-06-14 21:55:29, 331 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ახალი გზის გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ახალი გზის გაწმენდითი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „კურიერში“ პირდაპირი ჩართვისას კითხვაზე პასუხისას განაცხადა, როდის იქნება შესაძლებელი ახალი გზის გახსნა. „დღეს მაქვს კიდევ ერთი საგანგებო შტაბის თათბირი, შტაბის წევრებისგან მოვისმენ ბოლო დაზუსტებულ ინფორმაციას. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევძლებთ ამ პრობლემის აღმოფხვრას. ყველა სამსახური მობილიზებულია და მაქსიმუმს ვაკეთებთ. რამდენი დღე თუ რამდენი კვირა დასჭირდება ამას, ხვალ-ზეგ გვეცოდინება, რომ განვსაზღვროთ წინასწარ, რა ვადას მოითხოვს ეს სამუშაოები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, წინასწარი ვარაუდით, სტიქიით მიყენებული ზარალი 40-45 მილიონი ლარია. „10 მილიონის ოდენობით უკვე გამოეყო თბილისის მერიას, რათა დაფინანსდეს პირველი ეტაპის სამუშაოები. ამის შემდეგ მოვახდენთ სხვა თანხების მოძიებას და აკუმულირებას. ფინანსთა სამინისტროს დავავალეთ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან მოიძიონ დახმარება. გვაქვს უპრეცედენტო სოლიდარობის გამოხატულება, მეგობარი სახელმწიფოებიდან უამრავი ზარის შემოდის ჩემს ტელეფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინდა მათ მადლობა ვუთხრა“, - აღნიშნა პრემიერმა.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)