19:09 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი 26 მარტს პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 26 მარტს პრესკონფერენციას გამართავს.

 

აჭარის ოფიციალური დელეგაცია ევროპის საბჭოში კონგრესს ესწრება

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია 24- 25 მარტს,  ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრება. 

პრემიერს ტუბერკულოზთან ბრძოლაში დონორების მხარდაჭერის იმედი აქვს

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, კვალიფიკაციის ამაღლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

 

თამარ სანიკიძე: პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა საინტერესო იქნება

„ჩემი აზრით პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა საინტერესო იქნება, თუმცა მე პირადად იმ დროს საზღვარგარეთ მივლინება მაქვს“,-ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ  სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 

თამარ ბერუჩაშვილი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში ვერ დაესწრება

პრეზიდენტის ყოველწლიურ  მოხსენებას საგარეო  საქმეთა მინისტრი  თამარ ბერუჩაშვილი  ვერ დაესწრება.

პრემიერი: დონორების ყოველწლიური ფორუმი, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება

„დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება საქართველოს მთავრობასა და მის მეგობარ სახელმწიფოებს - განვითარების პარტნიორებს - შორის დიალოგისათვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმის გახსნაზე „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული

„ძალისხმევას არ დავიშურებთ, საქართველოში მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული“, – ამის შესახებ სასქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საჯარო სამსახურის რეფორმას განვაგრძობთ

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა

„მჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. 

აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება

აჭარის სამთავრობო დელეგაცია 25-27 მარტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომა გაიმართება.

 

გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კვან იუს გარდაცვალების გამო პრეზიდენტ ტონი ტან კენგ იამს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს აქსელ ვეხს შეხვდა.

ნინო გვენეტაძე პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტში 31 მარტს დაგეგმილ სხდომას დაესწრება, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. 
 

თედო ჯაფარიძე: მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი

„მე რომ მთავრობის წევრი ვიყო, 31 მარტს პარლამენტში სხდომას დავესწრებოდი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს 31 მარტს პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე მთავრობის წევრების დასწრების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს. 

დავით უსუფაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის სპიკერს, ოლემიკ ტომესენს შეხვდა.
 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics