02:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 11:59:37, 362 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოქალაქეთა ხარჯები სამედიცინო მომსახურებაზე 1 წელიწადში 20%-ით შემცირდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე 1 წელიწადში თითქმის 20%-ით შემცირდა

როგორც ღარიბაშვილმა საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014-ის პრეზენტაციაზე განაცხადა,  2010 წელთან შედარებით 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა სულ უფრო ხშრად აკითხავს ჯანდაცვის დაწესებულებებს. 

„შემცირებულია მკურნალობის ხარჯები. განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობდნენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი საავადმყოფოში ვერ მიდიოდა. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთრი სახლის , ავტომობილის გაყიდვა, იმის გამო, რომ ელემენტარული მკურნალობა მიეღო, ან ოპერაცია გაეკეთებინა. სწორედ, ჩვენი ვალდებულებაა, სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და ჩვენ გვიხარია, რომ ეს მოვახერხეთ.  ასევე გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მიღწევები რეგიონებსა და სოფლებში, სადაც ძალიან რთული ვითარება იყო-ჯერ კიდევ არის ღთული ვითრება, თუმცა ჩვენ ამას ეტაპობრივად ვაგვარებთ. ჩვენ დღეს უმთავრესი შევძელით, რომ ჩვენს ხალხს გვერდში უდგას სახელმწიფო. მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო“, - აღნიშნა პრემიერმა. 

ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს მიერ ჩატარებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევაში საქართველოს მთვრობის მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმა აისახა, რაც პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ძალიან დიდი სტიმულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics