|
2015-06-23 19:50:07, 395 ნახვა
პოლიტიკა
საია სახელმწიფოს მოუწოდებს, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება. როგორც საიაში აცხადებენ, 2015 წლის 23 ივნისის სტატიაში „კარიკატურის გამოქვეყნების გამო საქართველოში ჟურნალისტს სიკვდილით ემუქრებიან“ ნათქვამია, რომ ჟურნალისტებზე ხორციელდება მუქარა. „ამონარიდი სტატიიდან: „თუ ამ კარიკატურას არ წაშლით, თუ ამ შეურაცხყოფას გააგრძელებთ, ალაჰს ვფიცავ, რომ თქვენი სისხლი დაიღვრება. ვფიცავ იმ ღმერთს, რომლისაც არ გწამს, ჩემი ხელებით წაგაცლი თავს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სისხლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი კალმის მელანი“, - ამ მუქარის ადრესატები საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტები არიან, მუქარის ავტორი საქართველოს მოქალაქე, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვია. საიტი renessans.ge საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა 2015 წლის იანვარში შექმნეს. პროექტის მიზანი ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებული პრობლემების აქტუალიზაცია, სამოქალაქო განათლების და ინტეგრაციის ხელშეწყობაა.” აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩვენ ვესაუბრეთ ინტერნეტ გამოცემის ერთ – ერთი ჟურნალისტს აიდა ტაგიევას. ჟურნალისტის განმარტებით, მუქარის მიზეზი მათ გამოცემაში გამოქვეყნებული კარიკატურაა, რომელშიც ასახულია ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომელთაც წიგნებით ხელში გაარღვიეს გალია და გარეთ გამოვიდნენ. მისივე თქმით, ეს არის გალია და არა მეჩეთი. თუმცა აღნიშნული კარიკატურის გამო საქართველოს მოქალაქემ, მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვმა საიტის პუბლიცისტ ეინარ მახმუდოვს, ჟურნალისტ აიდან იუსიბოვას, რედაქტორს ნუგზარ ჯაფაროვს და მას მუქარის შეტყობინებები გაუგზავნა. ჟურნალისტის თქმით, მათ აღნიშნულის დამადასტურებელი ჩანაწერებიც აქვთ. აიდა ტაგიევასთან სატელეფონო გასაუბრების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს და დღეს ის უკვე დაიბარეს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)