მარგველაშვილი: არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო
"ახლა, როდესაც მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.