|
2015-07-02 11:44:09, 429 ნახვა
პოლიტიკა
ოქტომბერში თბილისში ევრაზიის რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენელთა შეკრება გაიმართება
საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელს პასკალ სან-ამონს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის 21-23 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი ევრაზიის რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლების შეკრებას უმასპინძლებს, რომელიც საგადასახადო ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) საკითხებს მიეძღვნება. თბილისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან 30-მდე სახელმწიფოს დელეგატი BEPS-ის პროექტსა და განსახორციელებელი რეფორმების იმპლემენტაციის საკითხებზე იმსჯელებენ. ამ შეხვედრის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის OECD-ისთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი შესაძლებლობა მონაწილე ქვეყნებისთვის, რათა თავიანთი კანონმდებლობა მოიყვანონ საერთაშორისო დაბეგვრის ახალ გლობალურ მიდგომებთან შესაბამისობაში. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, დიდი ოცეულის ქვეყნებისა (G20) და OECD-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)