|
2015-07-01 20:40:18, 442 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი თურქმენ კოლეგას რაშიდ მერედოვს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ორი სახელმწიფოს პოზიციათა თანხვედრას ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის მზადყოფნას. განხილული იქნა ასვე ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი საქართველოში გახდება ისტორიული საწყისი ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების ყველა დონეზე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)