19:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 11:58:36, 390 ნახვა

პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას თავად კახა კალაძე ლობირებს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სემეკ-თან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებს.

როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით კომერციული ინტერესი თავად ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს აქვს და ამ საკითხს სწორედ ის ლობირებს.

„ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსბეობს. საქმე იმაშია, რომ თავად კახა კალაძეს აქვს პირადი კომერციული ინტერესი ენერგეტიკაში და ის ლობირებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას. მას უფასოდ ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, მფლობელობაში გადაეცა 18 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური. დღეს განაცხადი სწორედ ამ კომპანიებს აქვთ შემოტანილი. ასევე ცნობილია, რომ ენერგო პრო ჯორჯია, თავად კალაძემ და ნოღაიდელმა შემოიყვანეს თავის დროზე. თუკი დღეს ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და ეს ხელისუფლება დაამხოს“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ცნობისთვის, "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირებაზე  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს საჯარო სხდომაზე იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics