ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) თავმჯდომარესთან ევა გიბსონ სმედბერგთან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ილირ მეტას შეხვდა.
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონული მისიის ხელმძღვანელს სიმონე ვოლკენს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველო სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.
„ დავრწმუნდით, უკრაინა და საქართველო ნამდვილად არიან დემოკრატიულ სამყაროში გაწევრიანების რეალური პრეტედენტები“, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დევიდ პრაისი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.
იტალიის ქალაქ ბარიში მიმდინარე გამოფენაში „Fiera del Levante“ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმისთან შეხვედრა გამართა
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More