04:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 11:33:25, 367 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: 25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ახლა იწყება სვლა თავისუფლებისაკენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერალიეს სასახლეში საზეიმო მიღებაზე  საქართველოს დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

ინტერალიეს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე- დელონმა მიმართეს.

,,25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ახლა იწყება სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.

ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენს მომავალ მიზნად დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ სვლა და 2016 წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს  წლად.

ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი,  მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელების და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს",- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ასეთი სახელმწიფოს შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ის ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც გააჩნია ქართველს და ქართულ კულტურას უნდა გადავიტანოთ ადეკვატურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ადეკვატურ პოლიტიკურ მოწყობაში, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმაში, როგორიც ევროპაშია.

საქართველოს  დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სულოკომ" კონცერტი გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics