|
2016-04-22 18:41:50, 351 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი ნატოში: ამ ეტაპზე ნატოს გაფართოვების შანსი არ არსებობს
ამ ეტაპზე ნატოს გაფართოვების შანსი არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ელჩმა ნატოში დუგლას ლუტემ გააკეთა. ელჩი ამას იმით ხსნის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოვებამ, შესაძლია რუსეთის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. "პრაქტიკული თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას ნატო-ს შემდგომი გაფართოებისთვის ვერც უახლოეს მომავალში, ვერც უახლოეს რამდენიმე წელიწადში, ან შესაძლოა, უფრო მეტხანსაც კი“, - განაცხადა მან. ელჩის განცხადებით, მსოფლიოს სტრატეგიული ვითარება ამ ეტაპზე არ იძლევა ნატოს გაფართოვების საშუალებას. "ჩემი აზრით რუსეთი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს სტრატეგიულ გარემოში, სტრატეგიული გარემო კი, ხელს უშლის ნატოს გაფართოვებას", - აცხადებს ლუტე. მისივე თქმით, გასული წლის დეკემბერში, ნატო-მ თავის რიგებში მიიწვია მონტენეგრო, რამაც ოფიციალური მოსკოვის რისხვა გამოიწვია, რადგან ის ეწინააღმდეგება ნატოს ნებისმიერ გაფართოვებას. ელჩის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის კარები კვლავ ღია რჩება ახალი წევრებისთვის, მაგრამ მათ მისაღებად ნატო-ს 28-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. "არ არსებობს არანაირი გზა, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მივაღწიოთ კონსენსუსს საქართველოს ან უკრაინის მიღების საკითხზე“, - განაცხადა დუგლას ლუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)