07:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განახლდება და ერთიანი მიზნების გარშემო კონსოლიდაცია მოხდება
დავით უსუფაშვილის განცხადებით, „მრეწველებთან“ ურთიერთობაზე გიორგი კვირიკაშვილი თავად ისაუბრებს
უსუფაშვილი: „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება დაზუსტდება

„რესპუბლიკურ პარტიასა“ და  „ქართულ ოცნებას“ შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება    კიდევ უფრო დაზუსტდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა „რესპუბიკელებისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ხათუნა სამნიძე: ვისაუბრეთ ორპარტიულ შეთანხმებაზე, დეტალები მალე გახდება ცნობილი

“ჩვენ გავცვალეთ აზრები, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები და ვაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო  სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარტიის წევრებსა და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილი: კოალიციის დაშლაზე საუბარი არ ყოფილა

„შეხვედრაზე კოალიციის არანაირ დაშლაზე   არ იყო საუბარი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიისა“ და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში რჩება

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ  „რესპუბლიკური პარტია“, პარტია „ქართული ოცნება“  ვრჩებით სტერატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა დაიწყო
თამაზ მეჭიაური: კოალიცია არეული რასისგან არ უნდა შედგებოდეს
პრემიერ-მინისტრისა და „რესპუბლიკელების“ შეხვედრა 21:00 საათზე გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის და „რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება.

"რესპუბლიკელები" დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან

"რესპუბლიკური" პარტიის წევრები დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შესახებ პარტიის პოზიცია ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცისკარიშვილი: პრემიერს ეს განცხადება ერთი თვის წინ რომ გაეკეთებინა, ტელევიზიებს შფოთისგან გადაარჩენდა
გოგი თოფაძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან ობიექტური და სწორი ანალიზი გააკეთა

პრემიერ-მინისტრმა ძალიან  კარგად ჩამოყალიბებული, ობიექტური, ძალიან სწორი ანალიზი გააკეთა დღევანდელი მდგომარეობის", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ  განცხადებას.

 

მიროტაძე: თუ პრემიერი ფიქრობს, რომ მის კაბინეტში ცვლილებები უნდა მოხდეს, მას ამის სრული შესაძლებლობა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანი მიროტაძის შეფასებით, კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის დაპირისპირების გააქტიურება გუნდის შიგნით განხილვის გარეშე, მიუღებელია და ის "ქართული ოცნების" იმიჯზე უარყოფითად აისახება.

 

 

კვირიკაშვილი: დაუშვებელია, ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული

დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ  ჩართული, - ამის შესახებ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

 

კვირიკაშვილი: საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები

საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები, - ამის შესახებ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

 

პრემიერი თავდაცვის მინისტრის მხრიდან კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაში ჩართვას მიუღებელს უწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა მიუღებელია.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics