11:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-27 17:09:56, 546 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა პარლამენტს საარჩევნო პროცესში ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს

მთავრობამ  დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“  ცვლილებები დაამტკიცა.  მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი სიახლე  კოდექსში შესატანი მუხლის პროექტია, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და  სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს  გახდის შემდეგ ქმედებებს: საარჩევნო უბანზე, ან მის მიმდებარე  ტერიტორიაზე, აგიტაციის  ადგილას, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე,  კამპანიის ადგილას, ან  კამპანიის ღონისძიების ადგილას,  ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე  ცემას, ან სხვა სახის  ძალადობას, ან მუქარას.

წულუკიანის განმარტებით, თუკი აღნიშნულ  ქმედებას  არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი,  მაშინ ამგვარ ქმედებაზე  მთავრობა პარლამენტს სთავაზობს, რომ იყოს  თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით,  ჯანმრთელობის  დაზიანების შემთხვევაში- 3  წლის ვადით, ხოლო თუ საქმე შეეხება  ჯგუფურ დანაშაულს - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

წულუკიანის თქმით, ასევე მკაცრდება  ცემის, 125-ე მუხლი.

„რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შსს-ს, არც პროკურატურას  და საბოლოო ჯამში არც მოსამართლეს,  რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა  გამოიჩინის.  მთლიანობაში გაგიმხელთ და გეტყვით, რომ  მთავრობის სხდომაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი  განცხადებები გაკეთდა, ყველა ერთსულოვანი იყო იმასთან დაკავშირებით,  რომ პრემიერის პოლიტიკა, რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად  დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს,  როგორც ქვეყნის სახე, არ იყოს  წიხლები, ჩხუბი, ერთმანეთთან ფიზიკური  დაპირისიპირება და ანგარიშსწორება, ჩვენ ეს კულტურა  უნდა როგორმე დავასრულოთ ერთად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ მთავრობა პარლამენტს ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

 „რადგან მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს  ყველანაირი მობილიზება იმისათვის, რომ  ის სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics