|
2016-05-28 15:23:59, 700 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა
საქართველოს ხვალ, სახელმწიფო ვიზიტით, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვევა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 30 მაისს გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის. ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)