„ პრემიერის განცხადება, რომ მთავრობას არ აქვს ფული, მხოლოდ ერთს ნიშნავს - მათ იციან დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7-8 მილიონი ლარი გადაიხადოს იმის გამო, რომ დღეიდან ჩაირთოს მრიცხველი არჩევნებისთვის.