|
2016-06-30 12:20:08, 480 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაშია უწყების პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს, სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს, ასევე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და პენიტენციურ და პრობაციის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. ყურადღება გამახვილდება სომხეთის სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ ვითარებაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი შეხვედრებზე კოლეგებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის და იმ საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრებს, რომელიც სომხეთისა და საქართველოს პენიტენციური სფეროს წინაშეა. განიხილება ალტერნატიული სასჯელების, პრობაციის სფეროს განვითარების, ციხის გადატვირთულობის პრევენციის, პენიტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვისა და სხვა საკითხები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ხვალ სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს ხელმძღვანელს ლევონ ავეტისიანსაც შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პოლიციის უფროსთან ვლადიმირ გასპარიანთან.
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)