|
2016-06-30 11:35:19, 652 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ბიგვავა: „ქართული ოცნების“ შიდა კვლევებით, ენმ-ს რეიტინგი 13%-მდეა, „ოცნების“ კი, 35%-ს შეადგენს
სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას განცხადებით, "ქართული ოცნების" შიდა კვლევის თანახმად, პარტია "ქართულ ოცნებას" 35%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 13%-იანი რეიტინგი აქვს. როგორც ბიგვავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერ გიორგი კვირიკაშვილს 42%-აინი რეიტინგი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძეს 21% . მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის რეიტინგი გიაზარდა და გამყარდა. სოციოლოგის თქმით, „ქართული ოცნების“ ეს რეიტინგი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ შემცირებული. გამოკითხულთა 65% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ამასთან, როგორც ბიგვავამ განაცხადა, ეს არ არის "ქართული ოცნების" საბოლოო რეიტინგი, რადგან პარტიას საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. ცნობისთვის, სოციოლოგიური კვლევის დროს 1500 ადამიანი გამოიკითხა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)