|
2016-08-31 13:21:23, 1035 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: პაატა ბურჭულაძის განცხადება აჭარაზე, პოლიტიკური სიბეცის ფოიერვერკი იყო
„პაატა ბურჭულაძე სახიფათო თამაშს ეწევა. ადამიანების კუთხური ნიშნით დაყოფა შეურაცხმყოფელია და მსგავსი რიტორიკა ასლან აბაშიძის შემდეგ არავის ქონია“, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სახელმწიფოს ცენტრალიზებული სტრუქტურები რეგიონალური ნიშნით არ ყალიბდება. „პაატა ბურჭულაძემ სრულიად უპასუხისმგებლო და უცოდინარი განცხადება გააკეთა. მე ვსაუბრობ არა მომღერალზე, არამედ ადამიანზე, რომელმაც ფეხი პოლიტიკაში შემოდგა. ბათუმში დაბადებულმა თაობებში არსებულ ცნობილ ადამიანებს რომ ჩამოუთვალო თანამდებობები, სადაც აჭარლები არ მუშაობენ და უთხრა, რომ რეგიონში კადრები არ ყავთ, ეს მათთვის შეურაცხმყოფელია. აჭარაში მცხოვრები ადამიანების ფესვები შუახევშია თუ ოზურგეთში, თავს დაჩაგრულად არ მიიჩნევენ. ამიტომ, საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა, ხათუნა სამნიძემ, ხაზი გაუსვა, რომ ის მაჰმადიანმა ბებიამ და ქრისტიანმა მშობლებმა გაზარდეს. აჭარაში სხვადასხვა წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებს ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. თანამდებობებზე მყოფი ადამიანების კუთხური ნიშნით დაყოფა შეურაცხმყოფელია. ადამიანი დედით აჭარელია თუა და მამით გურული რა ვქნათ - გავხერხოთ? ეს ყოველივე კუთხურ გრძნობებზე თამაშია. ასლან აბაშიძის მერე, მსგავსი რამ არავის უკადრებია და ეს ყოველივე აჭარაში მცხოვრებმა ქართველებმა დავძლიეთ. გარდა ამისა, ბურჭულაძის ნათქვამი, რომ აჭარაში პოლიციისა და სუს-ის უფროსი აჭარლები არ არიან, აქ საქმე პოლიტიკურ უცოდინრობასთან გვაქვს. სახელმწიფოს ცენტრალიზებული სტრუქტურები რეგიონალური ნიშნით არ ყალიბდება. ასე არ ხდება, რომ კახეთის პროკურორი კახელი იყოს და ქართლის ქართლელი. აჭარაში ითვლება, რომ აქ გაზრდილი ადამიანები ერთმანეთს შინაურულად უყურებენ და ამიტომ, ამ ყველაფერმა მაჰმადიანურ ოჯახში გაზრდილი ხათუნა სამნიძის აღშფოთება გამოიწვია. სამნიძე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა, თბილისში საქმიანობს და საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ბათუმში იყრის. პაატა ბურჭულაძის განცხადებებმა ბათუმში მცხოვრები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია. არავის არ უნდა დაკნინებულ მდგომარეობაში რომ იხსენებენ და ეს შეურაცხმყოფელი და სახიფათოა. უვიცობა არ არის ინდულგენცია, როდესაც ამას პოლიტიკური სიბეცე მოყვება. პოლიტიკაში შემოსვლისას, კეთილი ინებე და მისი ანა-ბანა ისწავლე“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა აღნიშნა, აჭარის აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ გაიგივება პოლიტიკური სიბეცითაა განპირობებული. ბერძენიშვილის განცხადებით, ბურჭულაძის პოლიტიკური დებიუტი ვერ შედგა, „რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის მიერ აფხაზებისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ხსენებას, ეს არის პოლიტიკური სიბეცის ფოიერვერკი. როგორ შეიძლება, კახელების, ქართლელების, იმერლებისა და ა.შ. მსგავსი რიგითი ქართული კუთხის შედარება აფხაზებთან და ოსებთან. აჭარლები, იმერლები, გურულები და ა.შ. არიან ეთნიკური ქართველები, განსხვავებით აფხაზებისგან. საბჭოთა კავშირის დროს ბათუმის ქალაქკომის პირველი მდივანი არ შეიძლებოდა აჭარელი ყოფილიყო, ისევე როგორც აფხაზი ვერ იქნებოდა სოხუმის ქალაქკომის პირველი მდივანი. ამ თანამდებობებზე სხვა ტომის ქართველებს ნიშნავდნენ. პაატა ბურჭულაძე საბჭოთა აზროვნებასა და მენტალიტეტს ვერ გასცდა. რაკი აჭარას ავტონომია ქვია, მან ეს რეგიონი აფხაზეთთან გააიგივა. ეს არის აღმაშფოთებელი. რაც არ იცი იმას არ უნდა ეპოტინებოდე. ადამიანი ამბობს, რომ საქართველოში 500 000 ადამიანი იღებს დახმარებას და იმდენ ხმას ავირებ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვს მილიონამდე გავზრდიო. ამ განცხადების მერე არც აჭარასთან დაკავშირებული ნათქვამი მიკვირს. წადი რა, იმღერე ან გაზარდე ახალგაზრდა მომღერლები. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური დებიუტი არ შედგა. გარდა ამისა, ბურჭულაძე და „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც მმართველი გუნდის სატელიტები, აჭარაში სახიფათო თამაშს ეწევიან, როგორც ეთნიკური, ასევე რელიგიური კუთხით. ისინი რეგიონში შუღლის გაღვივებას უწყობენ ხელს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. პლატფორმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა, რომ „აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, არც სუს-ის უფროსი, არც საკრებულოს თავმჯდომარე, არც მერი, არც მთავარი პროკურორი, არც მთავრობის თავმჯდომარე. რა ხდება, აჭარაში არ მოიძებნება კადრები? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ აფხაზებსა და ოსებს“.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)