მამიკინსი: ევროპარლამენტმა საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს
ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.