|
2016-09-15 17:44:19, 677 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭო: საქართველოში არის გარემო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო მისიის განცხადებით, საქართველოში არის გარემო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ასამბლეის თანახმად, დელეგაციამ, რომელსაც ლიტველი ემანუელის ზინგერისი ხელმძღვანელობდა, “იგრძნო, რომ ქვეყანაში შექმნილია გარემო დემოკრატიული არჩევნებისთვის”. “დელეგაციამ დაინახა პლურალისტული პოლიტიკური და მედია ლანდშაფტი და ქმედითი საკანონმდებლო ბაზა. იმის მიუხედავად, რომ დელეგაციამ ზოგადი კლიმატი შეაფასა უფრო ნაკლებად დაძაბულად, ვიდრე ის წინა არჩევნების დროს იყო, სხვადასხვა მოსაუბრეებთან დისკუსიების შედეგად, მან აუცილებლად მიიჩნია, ხაზი გაესვა, რომ ყველა პარტიამ უნდა დაგმოს ძალადობისა და ოპონენტის დევნის ყველანაირი ფორმა და უნდა მოუწოდოს საჯაროდ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების დემოკრატიული ხასიათი დაარღვიონ”, - ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. “დელეგაციამ ნამდვილად მოისმინა კანდიდატებისა და ამომრჩევლებისადმი მიმართული ძალადობის მიუღებელი ქმედებების, დაშინების, დევნისა და შანტაჟის ბრალდებები. ამ კონტექსტში, ასეთი ქმედებები კანდიდატების, პარტიის წევრებისა ან ამომრჩევლების წინააღმდეგ, ასევე მუქარა ჟურნალისტების წინააღმდეგ უნდა იქნას აღკვეთილი. ასეთი ქმედებების ჩამდენები უნდა იყვნენ გამოვლენილნი და დასჯილნი. დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსის ნებისმიერი არასათანადო გამოყენება სარჩევნო კამპანიის დროს დაუშვებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისია ხაზს უსვამს, რომ ყველა პარტია ფოკუსირებული უნდა იყოს რეალურ პრობლემებზე და მოერიდონ საარჩევნო ჩარჩოს ეჭვქვეშ დაყენებას და ამის კამპანიის სტრატეგიად გადაქცევას, რადგან ეს არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს. დელეგაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს ისეთი ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, არჩევნების წინ პოლიტიკური გარემოს დაძაბულობა გაზარდონ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გზა გაუხსნას განათლების ჭეშმარიტი კულტურის მშენებლობას, რაც დაფუძნებული იქნება განსხვავებული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთპატივისცემაზე. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეის 32-წევრიანი დელეგაცია საქართველოში 8 ოქტომბერის არჩევნებამდე ჩამოვა და ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდება. შეგახსენებთ, PACE-ს დელეგაცია თბილისში მიმდინარე წლის 13-14 სექტემბერს იმყოფებოდა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)