|
2016-09-15 15:06:46, 698 ნახვა
პოლიტიკა
IRI: შესაძლოა არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) პროგნოზით, არჩევნები იქნება კონკურენტული ყველა დონეზე და ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი. IRI გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის გარემოა მიმოხილული. „წინასაარჩევნო კამპანიის გარემო განისაზღვრა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, როგორც მშვიდი და მიზანმიმართული, განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიძლება იყენებდეს ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენება გულისხმობს სახელმწიფო მოხელეების იძულებას (მასწავლებლების, საჯარო მოხელეების, და სხვა), მხარი დაუჭირონ პარტიას, დაესწრონ მის აქციებს ან ხმა მისცენ „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“; აღინიშნება იმ საჯარო მოხელეების დაშინება, რომლებიც აღიქმებიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებად; ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების გავლენის გამოყენება ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ამგვარი არაოფიციალური საჩივრები ყველაზე ხშირი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან. ფიქსირდებოდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და შევიწროების ფაქტები, ოფისების წინააღმდეგ განხორცილებული ვანდალიზმის ფაქტები, ცეცხლის გაჩენა, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლება და სხვა სადამსჯელო ზომები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ან ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული საჩივრები არ იქნა დამტკიცებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ან შესაბამისი სასამართლოების მიერ და ისინი არ შეესატყვისება სხვა ოპოზიციური პარტიების ანგარიშების უმეტესობას. თუმცაღა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს კამპანიის მიზნებისათვის და ახდენს საჯარო მოხელეების მიმართ ზეწოლას და დაშინებას“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, ანგარიშში ასახულია დაკვირვება, რომ პრორუსული პარტიები კვლავ სუსტი რჩება, თუმცა მიუხედავად ანტიდასავლური განწყობისა, მათ მაინც მოიპოვეს გარკვეული მხარდაჭერა მკვეთრად პროდასავლურ გარემოში. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გადასინჯვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრებაში. თუმცა, პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ახალი საზღვრების პირობებში. ცნობისთვის, მონიტორინგის პერიოდი 1-25 აგვისტოს მოიცავს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)