22:53 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„განცხადებები, თითქოს „ოცნების” ხელისუფლების პერიოდში საქართველო გაღარიბდა, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“

განცხადებები, თითქოს ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში, საქართველო გაღარიბდა, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

 

სოფო კილაძე: მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის" და არა ხელისუფლების მხრიდან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

 

თორნიკე შარაშენიძე: მმართველი გუნდის ლიდერის ადგილას მანანა კობახიძეს ხმას არ ამოვაღებინებდი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

 

ლევან იზორია: მე ვარ ძალიან პრინციპული პოლიტიკოსი

„ მე ვარ პოლიტიკოსი და თამამად მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან პრინციპული“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იზორია: წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას
გიგი წერეთელი: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში გიორგი პაპუაშვილის შესაძლო მოხვედრას გამოვრიცხავ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გავრცელებულ ინფორმაციას წინასაარჩევნოდ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

 

მთავრობამ ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ ფარმაცევტი ფსიქოტროპულ მედიკამენტს რეცეპტის გარეშე გასცემს მას, სამი წლის განმავლობაში პროფესიული საქმიანობა აეკრძალება.

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი დაინიშნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებად ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი დაინიშნენ.

 

პრემიერი დღეს „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი იორდანიის ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს მოჰამათ თნეიბათის შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს მოჰამათ თნეიბათის შეხვდა, რომელიც საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით იმყოფება.

 

პრემიერი: არჩილ ხაბაძეს საარჩევნო პროცესში მოუწევს ჩართვა
პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული, ორი ძალიან კვალიფიციური წევრი შემოგვემატა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნაზე უსუფაშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებებს „არაადეკვატური“ უწოდა.

 

ვახტანგ ხმალაძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის დაჯარიმებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის დაჯარიმებასთან დაკავშირებით კანონიერია.

 

მიხეილ სააკაშვილი: მიკვირს, რომ საია-ს ჩემი მიმართვების ანალიზისთვის სცალია

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ვერანაირი ჯარიმა ვერ შეაშინებს და ყოველთვის შეებრძოლება საქართველოში არსებულ უსამართლობას.

 

დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს

საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის დავით ნარმანიას  მოადგილეებად გიგა ნიკოლეიაშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცეს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics