|
2016-09-29 17:04:57, 645 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სესიაშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება დაიწყო და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. "ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონსიძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი და სხვები. (NS)
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)