|
2016-09-29 17:07:26, 648 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოა
კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ერთი მთავარი განაცხადით - „სამართლიანობის აღდგენა“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გვხვდება და მითითებულია: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაზარალებული ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონების დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად არასაკმარისი მცდელობა განახორციელა: “ ჩემი აზრით „ქართულმა ოცნებამ“ არასაკმარისი მცდელობა განახორციელა, იმისთვის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულ და მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს შვება ეგრძნოთ. ეს სრულიად ნათელი და ცალსახაა. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კეზერაშვილის სასამართლო განაჩენით. „ქართული ოცნების“ პროკურატურამ მოახერხა ის, რომ სასამართლოს ეს ადამიანი გაემართლებინა. ისე გამოდის, რომ თითქოს არც არაფერი ყოფილა. ამიტომ სამართლიანად არის გაბრაზებული მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ მიმართულებით. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ობიექტური და რეალური პრობლემების მოგვარების გზაზე არასაკმარისი მცდელობა განახორციელა.როგორც ჩანს ისინი თვლიან, რომ უდანაშაულოა კეზერაშვილი. ისევე როგორც პრობლემა არ აქვთ არც ბაჩო ახალაიასთან, გარდა იმ ეპიზოდისა, რომელიც ახალაიას წაუყენეს."- აცხადებს თინა ხიდაშელი.
(NS)
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)