უსუფაშვილი: ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ძალადობას არ დაუშვებენ
ვფიქრობ, "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდებიან, საკმარისად პასუხისმგებლიანი ადამიანები და ქვეყანაში ძალადობას არ დაუშვებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "ქართულ ოცნებაში" წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში არეულობის და პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავენ.