2016-10-18 09:28:02, 600 ნახვა
პოლიტიკა
პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება
პრაღაში დღეს აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინთან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც იქნება საუბარი.
„იანვრიდან საგრძნობლად გამარტივდა სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ თუ არის რაიმე წინსვლა, მათ რაღაც განცხადებები გააკეთეს რამდენიმე თვის წინ, რომ თითქოს კიდევ უფრო გამარტივებას ფიქრობენ და გეგმავენ”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძე.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში ქართული კინო-არქივის საქართველოში დაბრუნება დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან