2016-10-17 13:08:49, 856 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კორძაია: არჩევნების გაყალბებას არც ერთი სარჩელი და საჩივარი არ ადასტურებს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების გაყალბებაზე საუბარს შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.
ამის შესახებ კორძაიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ.
„არჩევნების გაყალბებაზე საუბარს მტკლიცებულებები სჭირდება, წარმოადგინოინ ეს მტკიცებულებები. არც ერთი სარჩელი და საჩივარი არჩევნების გაყალბების ფაქტს არ ადასტურებს. თუ იყო გადაცდომები, კომისიების საქმიანობაში, ამაზე რეაგირება ხდებოდა. ამიტომ მე ამ განცხადებას ვერ დავადასტურებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან