06:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მეათე შეხვედრა გაიმართა

თბილისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მეათე შეხვედრა გაიმართა.

ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ჰერბერტ ზალბერი ევროკავშირის პოზიციას იზიარებს და განმარტებას თავად გააკეთებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მის შედეგს არ აღიარებს. 

საგარეო: ჰერბერტ ზალბერის განცხადება მიუღებელია, იმედი გვაქვს, ამას ბრიუსელის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტისთვის, ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მიუღებელი და გაუგებარია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა.

დონალდ ტრამპი: საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველო - ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ულოცავს.

მმართველმა გუნდმა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

მმართველმა გუნდმა  თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა.

ბესელია: არ შეიძლება საგნებით და იარაღებით ადამიანები შედიოდნენ დარბაზში, რომელიც მიტინგის ხასიათს არ ატარებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იმისათვის, რომ  კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას  ხელი არ შეეშალოს და არ ჩაიშალოს შეხვედრები,  შესაბამისი  პრევენციული ზომების მიღება იქნება საჭირო.

ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე დაპირისპირების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის   კამათი მოჰყვა. 

ბესელია: გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, ჩაატაროს ობიექტური გამოძიება

"კანონში  არ წერია, რომ  კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს,  რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი,  მან ჩაატაროს  ობიექტური გამოძიება",-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და  საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

კობახიძე: რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ვფიქრობ, ამას საფრთხეს არაფერი შეუქმნის

"მოხარული ვართ, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადები იზრდება. დიდი იმედი გვაქვს,  ეს ტენდენცია გაგრძელდება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების  განცხადებას, რომლითაც თავის მოქალაქეებს  საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევენ.

ტრამპი: რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება მაქვს

აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის სრული უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, ტრამპი მიესალმება რუსეთის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გამგებელს შესაძლოა, მერი ეწოდოს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარია არა გამგებლის  ინსტიტუტის გაუქმებაზე, როგორც ეს გავრცელდა, არამედ  მხოლოდ გამგებლის სახელწოდების შეცვლაზე.

კობახიძე: უცოდინარი და გაუნათლებელი - ეს არა ჩემი, არამედ სანდრო ბრეგაძის ლექსიკაა

"სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს",-ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვაზე მის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება.

კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა თბილისში თვის ბოლოს რაიონების მიხედვით გაიმართება

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა თბილისში რაიონების მიხედვით თვის ბოლოსთვის  გაიმართება.

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა კიდევ 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დამატებით 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება დამატებით რამდენიმე ქალაქში იგეგმება

ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის ჩატარება კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს მშობლიურ ქალაქში უმასპინძლა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის მშობლიურ ქალაქ ლევოჩაში უმასპინძლა.  

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics