|
2017-10-09 19:08:11, 1985 ნახვა
პოლიტიკა
მიხაელ როთმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს. ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა მიხაელ როთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უმაღლეს და მაღალ დონეზე ვიზიტების ინტენსიური ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით. მიხაელ როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით საქართველოს ლიდერის პოზიცია უკავია მთელ რეგიონში. ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა რეფორმების ისევე, როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სფეროში. მიხაელ როთი 2017 წლის 9-10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ასევე მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ადგილობრივ არასამთავრობო, კვლევით და საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან.
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)