09:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 19:40:55, 1979 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: გარემოებები მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა აქვს შერჩეული

მმართველი გუნდის წარმომადგენელი გია ვოლსკი პრეზიდენტის გადაწვეტილებას  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, უარყოფითად აფასებს.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ  პრეზიდენტმა "ქართული ოცნების"  არგუმენტები სიღრმისეულად არ გაანალიზა.  ვოლსკის განცხადებით,  პრეზიდენტის და მისი გარემოცვის  ბოლოდროინდელი მოქმედებები აფიქრებინებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა  გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა შეარჩია:

 "ვფიქრობ, სიღრმისეულად არ არის პრეზიდენტის მხრიდან გაანალიზებული, რასთან აქვს საქმე და იქიდან გამომდინარე, რა კომენტარებიც კეთდება პირადად მისი, ან მისი გარემოცვის მიერ, ვფიქრობ, ცოტა მეტი დაფიქრება გვმართებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ შეარჩია პრეზიდენტმა გარკვეული პოლიტიკური პლატფორმა. პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ თითქოს  კონსესუსია მიღწეული პარტიებს შორის და მხოლოდ "ქართული ოცნებაა" ერთ მხარეს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს- საკმაოდ  კარგი პოლიტიკური ისტორიის მქონე პარტიებმა, საკმაოდ  დიდი ხნის ბჭობის შემდეგ, ჩამოაყალიბეს გარკვეული მიდგომები  ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და ეს 5 პარტია  საზოგადოებისთვის ცნობილია მაშინ, როდესაც  გარკვეული პარტიები, ვისაც ეყრდნობა პრეზიდენტი, ან პიროვნება, რომელიც ლიდერია პარტიის, საერთოდ უცნობია საზოგადოებისთვის, ან პარტიის  დასახელება, ან პარტიის ზოგიერთი ლიდერის სახელი და გვარი. ეს ერთი. მეორე საკითხია ის, რომ ამას წინათ გაცხადდა, თითქოს მხოლოდ  მაჟორიტარი  დეპუტატების აჩემებაა, რომ შერეული სისტემით მოხდეს არჩევნები 2020 წელს, რაც ასევე არათუ სინამდვილეს არ შეესაბამება, არამედ რეალობაში აკნინებს და საერთოდ მასხრად იგდებს იმ საფუძველს, დასაბუთებას , განხილვებს, რომელიც  ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა და მესამე-პრეზიდენტი ადრე გვთავაზობდა, რომ თუკი ვინმე მხარს არ უჭერდა ოპოზიციური პარტიების წინადადებას უმრავლესობაში, შესაძლებელი იყო ამ ხმების შევსება უმცირესობის რიგებიდან, ანუ მოგვიწოდებდა უმრავლესობის დაშლისკენ. ასე რომ, ეს გარემოებები  და კიდევ სხვა მაფიქრებინებს, რომ  პრეზიდენტს, რომელიც თითქოს  კონსენსუსისთვის მებრძოლის პოზიციიდან გამოვიდა,  გარკვეული  პოლიტიკური პლატფორმა აქვს შერჩეული. არსებობს ბევრი სხვა არგუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც გვექნება  ლაპარაკი რეგლამენტის მიხედვით",-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ ვენეციის კომისიის მიერ ცვლილებების პოზიტიურად შეფასების შემდეგ,  იმედი გაუჩნდა, პრეზიდენტი მათ შეთავაზებას გაითვალისწინებდა.

"გარკვეული იმედი, რასაკვირველია, მქონდა, მაგრამ ეს წმინდა პიროვნული დამოკიდებულებაა, ზოგს ჰქონდა, ზოგს არ ჰქონდა, თუმცა ვენეციის  კომისიის ასეთი აშკარა პოზიტიური შეფასებების შემდეგ გამიჩნდა იმედი, რომ პრეზიდენტი შეთავაზებას გაითვალისწინებდა",-აღნიშნა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსთან" საუბარში.

"უახლოეს დღეებში არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ",-ეს განცხადება  მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა  გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

გია ვოლსკის შეფასებით, აბაშიშვილის  განცხადება  მხოლოდ კეთილი სურვილი იყო და სხვა არაფერი, ვინაიდან, მისივე აზრით,  არგუმენტების  არანაირი  სიღრმისეული განხილვა   პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პირადად პრეზიდენტის მიერ  არ მომხდარა.

" რაც შეეხება დეტალებს და ჩემი არგუმენტების წარმოდგენას, განხილვას, მემგონია, რომ ის უხვად იქნება უახლოესი განხილვისას პარლამენტში.  ძალიან ბევრი დასაბუთებული პოზიცია შეიძლება წარმოადგინოს იმ ხუთმა პარტიამ, რომელმაც მხარი დაუჭირა და შეიმუშავა ეს პროექტი. იმასაც არ მიუთითებენ, სამწუხაროდ, რომ ძალიან ბევრია ისეთი საკითხი, სადაც უმცირესობას, ოპოზიციას გარკვეული უპირატესობა გააჩნია პარლამენტში, თუნდაც ავიღოთ იმ საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით, ბევრი სხვა საკითხია, რაზეც საპარლამენტო კომისიის წევრები ერთმანეთში შევთანხმდით საკმაოდ მრავალმხრივი დებატების შემდეგ, არც  ამ თემაზეა მითითება გაკეთებული, ანუ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ეს დაპირისპირება, მოსაზრებათა განსხვავება  გაცილებით უფრო მუქ ფერებში იქნას წარმოდგენილი",-განუცხადა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics