უგულავა კონსტიტუციურ მონარქიაზე: ქვეყანას ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი, პრობლემა ივანიშვილია
„10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას, როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განაცხადა.