|
2017-11-15 11:23:02, 1783 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ამერიკელ სენატორს ლინდსი გრეიემს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ აშშ-ის სენატში შეხვედრით დაიწყო. მას საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ლინდსი გრეიემმა უმასპინძლა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს. თავდაცვის მინისტრმა ლინდსი გრეიემს ქართველი ხალხის და თავდაცვის უწყების სახელით მადლობა გადაუხადა იმ მზარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს. „განსაკუთრებით წელს და მომავალ წელს ეს იქნება მასშტაბური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში სამაგალითო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რაც ასევე, ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას 9 ბატალიონისთვის და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს ავღანეთში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ორი კომპონენტი, როგორც საერთაშორისო მისიებში ჩვენი აქტიურობის, ასევე ადგილზე მაქსიმალური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებისა და შეფასების განხორციელებისა, იქნება მომავალ წლებში უზრუნველყოფილი იმ მასშტაბური დახმარებით, რომელსაც ვიღებთ აშშ-სგან“, - განაცხადა ლევან იზორიამ. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)