20:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 23:12:18, 2081 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის მიღება, ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ.

„მივესალმებით ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ანგარიშის მიღებას, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მოახლოვებული სამიტის წინ და ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ.

ევროპარლამენტარების რეკომენდაციებში ასახულია სრული მხარდაჭერა  საქართველოსთვის  პრიორიტეტული საკითხების მიმართ, როგორიცაა საქართველოს ევროპული მისწრაფებები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის ანგარიში მოიცავს მკაფიო გზავნილებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და არის მოწოდება, რომ გაიზარდოს ევროკავშირის როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან ყურადღება მახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრაქტიკულ მხარდაჭერაზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პროექტებისა და მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობების გამარტივებას.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics