05:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 10:21:23, 2170 ნახვა

პოლიტიკა
ანდრეი პარუბი: საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ანდრეი პარუბის განცხადებით, უკრაინა მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველო და უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

ანდრეი პარუბიმ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან გასამკლავებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ენიჭება.  უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის მარტში, მოლდოვაში, პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება.

„ვიცით, თუ რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს რა მოხდა 2008 წელს. საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა. დღეს ჩვენ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც  საქართველოს ამ კუთხით გააჩნია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. მარტში, კიშინიოვში პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება, სადაც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ  ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს მნიშვნელოვანია  შავი ზღვის და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის. რეგიონალური თანამშრომლობა და რეგიონალური ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის და ვიმედოვნებ,  რომ საქართველო და უკრაინა უახლოეს მომავალში დასავლური სტრუქტურების სრულყოფილი წევრები გახდებიან",- განაცხადა პარუბიმ.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აბრეშუმის გზის პროექტს შეეხო. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

 „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. ასევე,  საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელებას. უკრაინას შეუძლია, ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს და უახლოეს მომავალში გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები",- განაცხადა პარუბიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics