გაერო-ში აშშ-ის ელჩი - მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია
რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მას ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.