|
2021-07-28 19:49:13, 558 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩს - დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე - ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს და აცხადებს, რომ დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რათა დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც ძალიან დიიდ მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის დასავული ორიენტაციისთვის და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშნებლის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ვაშაძემ განაცხადა ის არ მისცემ „ქართულ ოცნებას“ უფლებს, ხალხის აზრი არაფრად ჩააგდოს და ხელშეკრულების ანულირება მოახდინოს. მისი თქმით „ ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშნია 43% რადგან დღითრე კარგავს მხარდაჭერას . ვაშაძე მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს და ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„პირველ რიგში ბატონ ირაკლის მინდა მივმართო - რას ჰქვია რომ უნდა გახვიდეთ? ვის ჰკითხეთ რომ უნდა გახვიდეთ? საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ, ამ დოკუმენტზე ხელმომწერებს ჰკითხეთ თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაცვ გაიძულეს ამ დოკუმენტზე ხელი მოგეწერათ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულმა ოცნებას“ არ უნდოდა არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ვაიძულეთ ისინი წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის. კიდევ ერთი რამ მაინტერესებს - საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ? თუ ნატო-ში ინტეგრაციის გზის? შეგახსენებთ, რომ ნატო-ს კომუნიკეში არის მოხსენიებული შარლ მიშელის დოკუმენტი. მივმართავ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს - პირადად მინდა მივმართო ამერიკის ელჩს და ევროკავშირის ელჩს. როცა ჩვენ ამ დოკუმენტს ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. არ ვენდობოდით „ქართულ ოცნებას“ რადგან ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც დაადასტურეს თავიანთი თაღლითობა. სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელს. ამიტომ დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები - საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე 43%-იანი რეფერენდუმის საკითხი. საქართველო არ არის შავთეთრი, დიახაც ძალიან მრავალეროვანი და არ მივცემთ უფლებას რომ გახადო ორ პოლუსინი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 43%-ზე ნაკლები აიღოთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა, რომელსაც თქვენ ხელოვნურად ქმნით და გინდათ საზოგადოება შუაზე გახლიჩოთ, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ. არ დაგითმობთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად! ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ ვიმუშავებთ დასავლელ პარტნიორებთან და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებთან. ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევასრულებინოთ ნაკისრი ვალდებულებები და არანაირი დოკუმენტის ანულირების უფლება არ მივცეთ!“, - განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, მნიშნველოვანია შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება და არა დოკუმენტიან გსვლა,რადგან ამით ვკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას,რომელცი ძალინ გვჭირდება „ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება და არა ჩვენი მხრიდანაც ამ დოკუმენტიდან გასვლა, რადგან ჩვენ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორი არის ამერიკა, ევროკავშირი - „ქართული ოცნების“ პარტნიორი, როგორც ჩანს, არის რუსეთი. ჩემთვის გადამწყვეტი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, ველოდებით მექანიზმის ამოქმედებას. არც მათ არ იცოდნენ არაფერი. წარმოგიდგენიათ, კონტრაქტი გააფორმო და აღარ არის კონტრაქი, ესე სად არის, ეს რაა, ნინიას ბაღია?! საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ. აქ ქვეყანაზე და სახელმწიფოზე ვსაუბრობთ და ყველა ცოტა სოლიდურად უნდა მოიქცეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)