|
2020-03-27 14:27:48, 3471 ნახვა
ეკონომიკა
მდინარაძე - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას და მოსახლეობის დახმარებას
„უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რაც იქნება რეალისტური, რეალისტური ციფრებით და საჭიროებების მიხედვით სეგმენტებზე მორგებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ერთი მხრივ ეკონომიკის სტიმულირებას და მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობის დახმარებას, იმ სეგმენტებზე გათლით, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ის", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ გარკვეული სეგმენტის გული. „საქართველოს პარლამენტი მთლიანად არის ჩართული საბჭოს მუშაობაში, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმშია და პარალელურად ვისმენთ ოპოზიციისგან რაღაც ანტიკრიზისულ გეგმებს. ეს ციფრები რომ შეკრიბოთ, იმდენად პოპულისტური და არარეალისტურია, რომ ალბათ მივიღებთ ჩვენს ბიუჯეტზე მეტს, რაც მათი აზრით ასე უნდა დარიგდეს საზოგადოებაში. მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, უბრალოდ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ რაღაც სეგმენტის გული, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)