22:07 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 21:14:41, 615 ნახვა

საზოგადოება
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.

„მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა.

ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა.

ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც.

“რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics