19:49 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-29 18:32:05, 567 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს

ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას! ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი!" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერს.

"ჩემი სოლიდარობა ელენე ხოშტარიას! ნამდვილი მებრძოლი, უშიშარი, შეუპოვარი და გაუტეხელი! უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს! დარწმუნებული ვარ, ახლა რომ თავისუფლებაზე იყოს, ბევრისგან განსხვავებით ბათუმში იქნებოდა - მიკროფონით, რუპორით ხელში და სულ რომ მარტო ყოფილიყო სიმშვიდე და კომფორტი არ ექნებოდა ქოცებს “სასამართლოს” გარეთ! მარტო ააწრიალებდა იქაურობას!  ამიტომაც არის მძევალი…." - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად ეტლით მიიყვანეს - გამოცემა „სანდო წყაროს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს კვლავ მოჰყვა მოთხოვნა მისი გათავისუფლების შესახებ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics