|
2020-03-25 17:12:26, 2904 ნახვა
ეკონომიკა
ადგილობრივი წარმოების პირბადეები როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს დაურიგდებათ
ქართული წარმოების პირბადეების ოპერატიულ მიწოდებას სასურსათო-სავაჭრო ქსელის თანამშრომლებისთვის ბიზნესის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათი ორგანიზაცია აერთიანებს 780 პატარა სასურსათო მაღაზიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2000-ზე მეტი თანამშრომელი ოპერატიულად იქნება უზრუნველყოფილი ვირუსისგან დამცავი საშუალებებით. „კრიზისული სიტუაციის დაწყების პირველივე დღიდან მთავარი პრობლემა, რაც გვქონდა, იყო პირბადეები. ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულია 780 მაღაზია და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული პირბადეები გადანაწილდება პროპორციულად, საჭიროების შესაბამისად. ამის გარდა, დავარიგებთ, ასე ვთქვათ, სახის დამცავ სხვა საშუალებს და ხელთათმანებს" , - განაცხადა მცირე და საშუალო მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლუკა ჭელიძემ. „გუდვილის" დირექტორის, გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, კომპანიის თანამშრომლების საქმიანობა არსებულ სიტუაციაში სამოქალაქო გმირობის ტოლფასია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც მათი, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების საქმეში მთავრობა ბიზნესს გვერდში უდგას. „მისასალმებელია, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ძალიან აქტიურად არის ჩართული პროცესში, რომ სავაჭრო ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა პირბადეებზე, დეზინფექციის საშუალებებზე. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან მართლა სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რასაც დღეს აკეთებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში მთავრობა გვერდში გვიდგას. ძალიან კარგია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ორგანიზებულად ახორციელებს პირბადეების მოწოდებას და ჩვენთვის ეს საშუალებები ხელმისაწვდომია ყოველგვარი შეფერხებისა და პრობლემების გარეშე. მადლობა მთავრობას, რადგან ყველა ჩვენი თანამშრომელის ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი" , - აღნიშნა გიორგი ხაბაშვილმა. სასურსათო-სავაჭრო ქსელების თანამშრომლებისთვის დღეს ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ადგილობრივი წარმოების პირბადეების დარიგება დაიწყო. პროცესს უშუალოდ ესწრებოდა ნათია თურნავა, რომლის შეფასებით, უმთავრესი პრიორიტეტია როგორც მაღაზიების თანამშრომლების, ასევე მათი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)