|
2020-03-24 19:12:12, 2865 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით"
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. თბილისში მდებარე საწარმო „მოვი", რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით და ექსპორტზეა პროფილირებული. „საწარმო 100 %-ით საექსპორტოდ აწარმოებდა თავის ნაწარმს, ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონავირუსის გამოწვევა. დღეს აქ სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრი დეტალურად გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს, საწარმოს თანამშრომლებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პირბადეები დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მთავრობის მიერ წამოწყებულ პროგრამაში. „პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავა თქმით, ახლო მომავალში პირბადეების მასობრივი წარმოება ისე აეწყობა, რომ მათი ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდვა გახდება შესაძლებელი. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მათი საჭიროება ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიტანეთ ერთი გაკვეთილი - ასეთი მარაგი ჩვენივე წარმოების ყოველთვის უნდა გვქონდეს და ასეც იქნება", - აღნიშნა მან.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)