|
2020-03-24 14:52:31, 2554 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონებში დღეს 50 ათას ცალ პირბადეს გავაგზავნით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ პრიორიტულ ჯგუფებზე ისაუბრა, ვინც პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეებით. ნათია თურნავას ინფორმაციით, პირველ რიგში, ესენი არიან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები და ის კატეგორია, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოოორდინირებულ მედიკამენტებით მომარაგების პროგრამაში. მისი განცხადებით, საქართველოს ფოსტამ გუშინ უკვე დაიწყო ამ პროგრამის ფარგლებში მათთვის მედიკამენტებისა და პირბადეების მიწოდება. მეორე პრიორიტებულ ჯგუფად ეკონომიკის მინისტრი საკარნტინო ზონებში მომუშავე ადამიანებს ასახელებს. მისი განცხადებით, გუშინ 10 ათასი ცალი პირბადე უკვე გაიგზავნა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციოპალიტეტებში და დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში. „პირბადეებს ვანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც, მე ვიტყოდი ფრონტის წინა ხაზზეა და უშუალო შეხება აქვს საკარანტინო ზონებთან. დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში, სადაც დაურიგდებათ იმ ადამიანებს, მათ შორის მოხალისეებს, ვინც შეხებაშია და გვეხმარება, რომ ჩავატაროთ ის სერიოზული პროცედურები, რაც დაკავშირებულია პოტენციური დაავადებულების გამოვლენასთან და ადამიანების შემოწმებასთან. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ იქ გარკვეულწილად მოსახლეობისთვისაც შეიძლება პირბადეების მიწოდება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვა კატეგორიებიც, რომლებიც ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)