|
2019-03-27 18:37:41, 1997 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ნახევარი მილიარდი ლარის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება
აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება. დღეს ქობულეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი აჭარას და საქართველოს გადააქცევს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად და ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის წარმომადგენლების როლს პროექტის განხორციელებაში. „ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარა ახალ მიმზიდველობას იძენს. ,,პროექტის განხორციელება ქობულეთში ახალი შესაძლებლობებს შექმნის და უზრუნველყოფს ადგილობრივი დასაქმების ხელშეწყობას. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით და ევროპული ინვესტიციით" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ტერიტორიაზე მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი. სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ. ,,გრინ რეზორტის" მშენებლობისას გამოყენებული იქნება ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები.
(NS)
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)