|
2026-10-22 21:10:13, 270 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას აგრძელებს. პროცესები ჩაინიშნა მომდევნო კვირას, 26-30 ოქტომბერს. ამის შესახებ დღევანდელი სხდომის დასრულებისას გახდა ცნობილი. "მინდა გაცნობოთ, რომ ისე წარიმართა სხდომები, რომ საკმაოდ გაგრძელდა და მომდევნო კვირასაც ჩვენ ინტენსიურად გავაგრძელებთ მუშაობას და მომდევნო კვირას, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი სრულად იქნება სხდომები ჩანიშნული." - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ. ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებს 25 ოქტომბერს 19 საათზე თსუ-სთან დაგეგმილი აქვთ აქცია. მათი თქმით, 25 ოქტომბერი იქნება დასაწყისი კამპანიის, რომლის კულმინაციაც 28 ნოემბერს იქნება დიდი აქცია თბილისში. "25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია. ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს - ივანიშვილის გარეშე. 25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან" - განაცხადეს ბრიფინგზე.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)